20 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
14.06.2018 / 12:06
შრიფტის ზომა:

10 ხელის ჩამორთმევა, რომელმაც ისტორია შეცვალა

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის სამიტი ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ლიდერების პირველი შეხვედრა გახდა. ტრამპისა და კიმის ხელის ჩამორთმევის სცენის ამსახველი ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თუმცა საინტერესოა, რითი არის ეს, ერთი შეხედვით მეგობრობის გამომხატველი ჟესტი ამდენად მნიშვნელოვანი?

მაღალჩინოსნებს შორის ხელის ჩამორთმევას ამ დონის საერთაშორისო ყურადღება ამდრომდე არ მიუპყრია, თუმცა ზოგიერთი მართლა იყო ისტორიაში გარდამტეხი მომენტების გამომსახველი.

BBC-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მნიშვნელოვან ხელის ჩამორთმევას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

1. ჩემბერლენი და ჰიტლერი

1938 წლის 22 სექტემბერს გერმანელი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი გერმანული ქალაქის სიახლოვეს, სასტუმრო "გოდესბერგში" ხელს ართმევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს.

ჰიტლერი და ჩემბერლენი ერთმანეთს გერმანიის მიერ სუდეტების ოკუპაციის განხილვის მიზნით შეხვდნენ. მაშინ ჩემბერლენი გაერთიანებულ სამეფოში დარწმუნებული დაბრუნდა, რომ მშვიდობას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

2. ჩერჩილი, ტრუმენი და სტალინი

1945 წლის 23 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ხელს ერთდროულად ართმევს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და საბჭოთა ლიდერს, იოსებ სტალინს. ეს ფოტო პოტსდამის კონფერენციაზეა გადაღებული.

სამი ლიდერი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპისა და გერმანიის ბედის განსახილველად შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი ამ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.

3. ჯონსონი და ლუთერ კინგი

1964 წლის 2 ივლისს აშშ-ის პრეზიდეტმა, ლინდონ ჯონსონმა სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონის ხელმოწერისას თეთრ სახლში მარტინ ლუთერ კინგს ხელი ჩამოართვა.

ამ კანონით რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესისა და ეთნიკურობის გამო საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაცია და სამსახურში დისკრიმინაცია აიკრძალა.

4. მაო და ნიქსონი

1972 წლის 21 თებერვალს კომუნისტური ჩინეთის თავმჯდომარე მაო ძედუნი პეკინში აშშ-ის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ხელს ართმევს.

ეს ჩინეთში ნიქსონის პირველი ვიზიტისას მოხდა - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაწყვეტიდან 23 წლის შემდეგ. ახალმა კონტაქტებმა არა მხოლოდ ბოლო მოუღო რამდენიმეწლიან უთანხმოებასა და უნდობლობას, არამედ ათწლეულების განმავლობაში გაგრძელებულ სავაჭრო გზას ჩაუაყარა საფუძველი.

5. გორბაჩოვი და რეიგანი

1985 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე მიხაილ გორბაჩოვი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ჟენევაში ორ სახელმწიფოს ლიდერებს შორის გამართულ პირველ სამიტზე ერთმანეთისკენ მიემართებიან. ამ დროს ცივი ომი დასასრულისკენ მიდიოდა.

6. ტეტჩერი და მანდელა

1990 წლის 4 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ხელს ართმევს აფრიკული ეროვნული კონგრესის პრეზიდენტ ნელსონ მანდელას ლონდონში, თავის რეზიდენციაში.

იქამდე ტეტჩერი აფრიკულ ეროვნულ კონგრესს ტიპურ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებდა. 4 წლის შემდეგ ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.

7. არაფატი და რაბინი

1993 წლის 13 სექტემბერს პალესტინის ლიდერმა, იასირ არაფატიმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იცხაკ რაბინიმ ერთმანეთს ხელი თეთრი სახლის გაზონზე ჩამოართვეს. მრავალწლიანი პოლიტიკური მონიწინააღმდეგეები ერთმანეთს "დეკლარაცია საზღვრების შესახებ" ხელმოსაწერად შეხვენენ. დეკლარაციის ხელმოწერით ნორვეგიის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკების დასრულება აღინიშნა, რომელიც ცნობილია, როგორც "შეთანხმება ოსლოში".

შეთანხმების მიზანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება იყო. დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის თანდასწრებით მოეწერა.

8. დედოფალი და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ლიდერი

2012 წლის 27 ივნისს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტისას, ხელი მარტინ მაკგინესს ჩამოართვა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე იყო.

მაკგინესი იმ პარტიის წევრი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთისგან განცალკევების იდეით გამოდიოდა. გარდა ამისა, ის უფრო ადრე ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლიც ბრიტანეთის ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას ეწეოდა.

9. ობამა და კასტრო

2016 წლის 21 მარტს ერთმანეთს ხელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის პრეზიდენტებმა - ბარაკ ობამამ და რაულ კასტრომ ჩამოართვეს. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ჰავანაში რევოლუციის სასახლეში შეხვდნენ. ეს იყო აშშ-ის პრეზისდენტის პირველი ვიზიტი ამ კომუნისტურ ქვეყანაში თითქმის 100 წლის განმავლობაში. ბოლო შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 1928 წელს შედგა.

ობამას ვიზიტით ამერიკისა და კუბის ურთიერთობაში ახალი ეპოქა დაიწყო და ნაწილობრივ მოიხსნა გარკვეული სანქციები.

10. სანტოსი და ტიმოჩენკო

2016 წლის 23 ივნისს ერთმანეთს კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი და ამბოხებული ჯგუფის, კოლუმბიის რევოლუციის შეიარაღებული ძალების ლიდერი შეხვდნენ, რომელიც ზედმეტსახელ ტიმოჩენკოთია ცნობილი.

სანტოსი და ტიმოჩენკო მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას ხელი კუბაში პრეზიდენტ რაულ კასტროს თანდასწრებით მოეწერა. ამ შეთანხმებამ კოლუმბიაში მიმდინარე ნახევარსაუკუნოვან შეიარაღებულ დაპირისპირებას მოუღო ბოლო.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

10 ხელის ჩამორთმევა, რომელმაც ისტორია შეცვალა | Allnews.Ge