
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხებში, ტამარა პლეტნიოვამ რუს ქალებს მოუწოდა, ნუ დაამყარებენ ინტიმურ კავშირს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში ჩასულ უცხოელებთან.
რადიოსადგურ "გოვორიტ მოსკვა"-თვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატმა განმარტა, რომ თანამოქალაქეების მსგავსი ქმედება იწვევს ბავშვების არასრულ ოჯახებში დაბადებას.
"იმ შემთხვევაშიც კი თუ დაქორწინდებიან, თან მიჰყავთ, მერე ქალებმა არ იციან, როგორ დაბრუნდნენ. შემდეგ მოდიან ჩემთან კომიტეტში ასეთი ატირებული გოგოები და ამბობენ, რომ ბავშვი წაიყვანეს და ა.შ. მე მსურს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიყვარულით ქორწინდებოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, იქნებოდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შექმნიდნენ კარგ ოჯახს, იცხოვრებდნენ მეგობრულად, გააჩენდნენ ბავშვებს და გაზრდიდნენ მათ",- აღნიშნა დეპუტატმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პლეტნიოვას თქმით, 1980 წლის ოლიმპიადის შემდეგ ქვეყანაში ძალიან ბევრი მარტოხელა დედა გაჩნდა.
"კიდევ რისი თქმა შემიძლია? რომ გამოჩნდებიან გოგონები, რომლებიც შეხვდებიან და შემდეგ გააჩენენ? შეიძლება გამოჩნდნენ, შეიძლება არა, ვიმედოვნებ. ეს გოგოები შემდეგ იტანჯებიან და იტანჯებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს. კარგია, თუ კიდევ ისინი ერთი რასის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თუ სხვადასხვა ... ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ამ დროს ბავშვებიც იტანჯებიან, მათ შემდეგ ტოვებენ და ისინი აქ დედასთან ერთად რჩებიან".
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.
მოსალოდნელია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჩავა.
FIFA-ს საიტის საშუალებით ამ დროისთვის უკვე 2 400 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. უცხოელ გულშემატკივართა შორის ყველაზე აქტიურები ამერიკელები არიან. ლიდერთა სამეულში შედიან ფანები ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და გერმანიიდან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ოჯახის, ქალებისა და ბავშვების საკითხებში, ტამარა პლეტნიოვამ რუს ქალებს მოუწოდა, ნუ დაამყარებენ ინტიმურ კავშირს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში ჩასულ უცხოელებთან.
რადიოსადგურ "გოვორიტ მოსკვა"-თვის მიცემულ ინტერვიუში დეპუტატმა განმარტა, რომ თანამოქალაქეების მსგავსი ქმედება იწვევს ბავშვების არასრულ ოჯახებში დაბადებას.
"იმ შემთხვევაშიც კი თუ დაქორწინდებიან, თან მიჰყავთ, მერე ქალებმა არ იციან, როგორ დაბრუნდნენ. შემდეგ მოდიან ჩემთან კომიტეტში ასეთი ატირებული გოგოები და ამბობენ, რომ ბავშვი წაიყვანეს და ა.შ. მე მსურს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიყვარულით ქორწინდებოდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, იქნებოდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შექმნიდნენ კარგ ოჯახს, იცხოვრებდნენ მეგობრულად, გააჩენდნენ ბავშვებს და გაზრდიდნენ მათ",- აღნიშნა დეპუტატმა.
პლეტნიოვას თქმით, 1980 წლის ოლიმპიადის შემდეგ ქვეყანაში ძალიან ბევრი მარტოხელა დედა გაჩნდა.
"კიდევ რისი თქმა შემიძლია? რომ გამოჩნდებიან გოგონები, რომლებიც შეხვდებიან და შემდეგ გააჩენენ? შეიძლება გამოჩნდნენ, შეიძლება არა, ვიმედოვნებ. ეს გოგოები შემდეგ იტანჯებიან და იტანჯებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს. კარგია, თუ კიდევ ისინი ერთი რასის წარმომადგენლები არიან, მაგრამ თუ სხვადასხვა ... ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ამ დროს ბავშვებიც იტანჯებიან, მათ შემდეგ ტოვებენ და ისინი აქ დედასთან ერთად რჩებიან".
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება.
მოსალოდნელია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჩავა.
FIFA-ს საიტის საშუალებით ამ დროისთვის უკვე 2 400 000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. უცხოელ გულშემატკივართა შორის ყველაზე აქტიურები ამერიკელები არიან. ლიდერთა სამეულში შედიან ფანები ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან და გერმანიიდან.
მკითხველის კომენტარები
(0)