19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა | Allnews.Ge

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

კანადის სენატმა მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

"ჩვენი ბავშვებისთვის მარიხუანას შოვნა ძალიან ადვილი იყო, ისევე, როგორც დამნაშავეებისთვის - სარგებლის მიღება. დღეს ჩვენ ამას ვცვლით. მარიხუანას ლეგალიზაციისა და ბაზრის რეგულირების ჩვენი გეგმა სენატმა დაამტკიცა", - წერს ტრიუდო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"როიტერსის" ინფორმაციით, კანონპროექტს 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 29 წავიდა.

ახალი კანონი ძალაში 2-3 თვის ვადაში შევა.