საზოგადოება
29.11.2017 / 08:11
შრიფტის ზომა:

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.

ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.

"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი. დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით. თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და რეაგირებაც მოხდება.

"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია.

რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.

ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ:

https://www.georgianjournal.ge/society/33994-tbilisis-famous-monuments-appear-in-masks-anti-pollution-campaign-in-the-city.html

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

The Independent - ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა | Allnews.Ge

The Independent - ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე, ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზატორი მისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი, 20 წლის ნააიმურ ზაქარია რაჰმანი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ბომბის აფეთქებას, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაცვის ნეიტრალიზებას და შენობაში შესვლას გეგმავდა.

რაჰმანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელიც თავს მის თანამოაზრედ ასაღებდა, მას "ასაფეთქებელი მოწყობილობის" გადასაცემად შეხვდა.

პროკურორის, მაიკ ჰეივუდის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერაქტების სამიზნეებად სამხედრო ობიექტებს და ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინასაც განიხილავდა და მზად იყო თვითმკვლელობისთვის, რათა შემდგომში "72 ქალწულთან ერთად სამოთხეში მოხვედრილიყო".