
ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, გუნდიდან 6 ფეხბურთელის წასვლას ითხოვს.
მის "შავ სიაში" კარიმ ბენზემა, ალვარო მორატა, ლუკას ვასკესი, ისკო, მარკო ასენსიო და რაფაელ ვარანე მოხვდნენ. diariogol.com-ის ცნობით, რონალდუ მიიჩნევს, რომ ფეხბურთელებმა გუნდში თავი ამოწურეს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პორტუგალიელს "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში კილიან მბაპეს ხილვა სურს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გავრცელებულმა ცნობებმა ესპანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა, "შავი სიის" არსებობა ჯერ არ დამტკიცებულა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ირანში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, ქალებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ. თეირანში, აზადის სტადიონზე მათ მამაკაცებთან ერთად თვალყური ადევნეს რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართული ირანისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის ტრანსლაციას.
სტადიონზე შესვლა ირანში ქალებს 1979 წელს აეკრძალათ, როდესაც ქვეყანაში ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ქალებს შარიათის ყველა წესის დაცვა ევალებათ.
აღსანიშნავია, რომ სტადიონზე ქალები ჯერ კიდევ 15 ივნისს, ირანი-მაროკოს მატჩის დროს უნდა შეეშვათ, თუმცა ბოლო მომენტში ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ტრანსლაცია გააუქმა და მატჩი მხოლოდ კინოთეატრებში აჩვენეს.
შეძლებენ თუ არა მომავალში ირანელი ქალები უშუალოდ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას, ამ ეტაპზე უცნობი რჩება.
ورزشگاه آزادی، هماکنون! pic.twitter.com/02j1CiBPVq
— Team Melli IRAN (@TeamMelliIran) June 20, 2018
მკითხველის კომენტარები
(0)