17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
25.06.2018 / 12:06
შრიფტის ზომა:

ატირებული გოგონა, რომლის ფოტომაც მსოფლიო შეძრა, სინამდვილეში დედისთვის არ დაუშორებიათ

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკანდალი რომელიც მექსიკიდან არალეგალურად ჩასულებისა და მათი შვილების დაშორების ირგვლივ ატყდა, ჯერ კიდევ ვითარდება. პატარა ატირებული გოგონას ფოტო აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკისა და ამ უკანასკნელი მოვლენების სიმბოლო გახდა. ფოტომ ლიბერალური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გამოცემა Time-მა კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოსტერი  სწორედ ამ პატარა ატირებული გოგონას და ტრამპის თანამონაწილეობით გააკეთა.

"ბიბისი"-ს ინფორმაციით, ამ ჰონდურასელი გოგონას მამა ამბობს, რომ იანელა დენიზი ამერიკის საზღვარზე დედასთან არ დაუშორებიათ.

ვარდისფერ ქურთუკში გამოწყობილ გოგონას ფოტო აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ცენტრში მაშინ გადაუღეს, როდესაც დედამ ის ხელიდან ძირს ჩამოსვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ფოტოს ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი და პულიცერის პრემიის ლაურეატი ჯონ მურია. მან ეს ფოტო და კიდევ ბევრი სხვა 12 ივნისს ტეხასის შტატის სასაზღვრო ქალაქ მაკალენში გადაიღო.

ამ ფოტომ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ მრისხანე საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ პოლიტიკის ფარგლებში არალეგალ მიგრანტებს, რომლებმაც მექსიკის საზღვარი გადმოკვეთეს იჭერენ და შვილებს აშორებენ, ბავშვს განცალკევებულ შენობაში ტოვებენ და მშობლებს მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.

ჟურნალმა Time-მა გოგონას ფოტო უკანასკნელი ნომრის ყდისთვის გამოიყენა
ატირებული გოგონას ფოტო ვირუსივით მოედო მთელს ინტერნეტ სივრცეს და საქველმოქმედო ორგანიზაციას "განათლების და იურიდიული მომსახურების ცენტრი" 17 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოუტანა, ეს ორგანიზაცია ლტოლვილებსა და მიგრანტებს ეხმარება.

"ბიბისი"-ს ცნობით, გოგონას მამამ დენის ვალერამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი და მეუღლე სანდრა სანჩესი საიმიგრაციო ცენტრში ერთად არიან და თავშესაფრის მიღებაზე შეტანილ განაცხადზე პასუხს ელიან.

სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი კარლოს რუისი, რომელიც სანდრა სანჩესის დაკავებაში იღებადა მონაწილეობას, განმარტა, რომ დედას ბავშვის ხელიდან ჩამოსმა ზედაპირული დათვალიერების დროს სთხოვეს.

სანდრა სანჩესი ბავშვთან ერთად
"როგორც კი დედამ ის ძირს ჩამოსვა, ბავშვმა მაშინვე ტირილი დაიწყო - თქვა მესაზღვრემ - მე ვკითხე ყველაფერი რიგზე ჰქონდა თუ არა ბავშვს და მან მიპასუხა, რომ გოგონა უბრალოდ დაიღალა და სწყურია. დაახლოებით ღამის 11 საათი იყო".

მამის განმარტებით, სანდრა და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა მშობლიური ქალაქი პუერტო-კორტესი ისე დატოვეს, რომ არც მისთვის და არც სხვა შვილებისთვის, რომელიც 14, 11 და 6 წლისები არიან, არაფერი უთქვამთ. ვალერას თქმით, ისინი სავარაუდოდ, აშშ-ში უკეთესი ცხოვრების საძებნელად გაემგზავრნენ.

"თუ მათ უკან გამოადეპორტებენ პრობლემა არ არის. მთავარია, ბავშვი დედის გარშე არ დატოვონ. მაინტერესებს რა ბედი ეწევათ მათ შემდგომში" - უთხრა ბავშვის მამამ საინფორმაციო საგენტო "როიტერს".

დენის ვალერას თქმით, სანდრა სანჩესმა ის ჰონდურასში სამ შვილთან ერთად მარტო დატოვა და აშშ-ში მხოლოდ უმცროსი შვილი წაიყვანა
ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბავშვის მამის მიერ მოყოლილი ისტორია სინამდვილეს შეესაბამება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა დარა სანდერსმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დემოკრატიული პარტია და მედია გოგონას ფოტოს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გამოცემა Time-მა პოსტერისთვის აღნიშნული ფოტოს გამოყენების მოტივები ახსა და განმარტა, რომ ეს უკანასკნელ პერიოდში საიმიგრაციო კუთხით აშშ-ში მიმდინარე პროცესების ყველაზე ხილული მაგალითია. თუმცა, გამოცემამ თავისი პუბლიკაცია ჩაასწორა და საბოლოო ტექსტში აღნიშნა, რომ ბავშვი და დედა მესაზღვრეებმა ერთად გადაიყვანეს.

აშშ-ში ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის დაწყებიდან, რაც ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპს ეყრდნობა, მშობელს დაახლოებით 2300 ბავშვი დააშორეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ატირებული გოგონა, რომლის ფოტომაც მსოფლიო შეძრა, სინამდვილეში დედისთვის არ დაუშორებიათ | Allnews.Ge