აშშ-მა არალეგალების მიმართ, რომლებმაც საზღვარი ბავშვებთან ერთად გადაკვეთეს, სისხლის სამართლებრივი დევნა შეაჩერა
აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების ხელმძღვანელის განმარტებით, არალეგალი მიგრანტების მიმართ, რომლებმაც საზღვარი ბავშვებთან ერთად გადაკვეთეს, სისხლის სამართლებრივი დევნა დროებით შეჩერებულია.
BBC-ის ცნობით, საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისარმა კევინ მაკალინანიმ ჟურანალისტებთან საუბარში აღიშნა, რომ ბრძანება სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გასულ კვირას შეჩერდა. მაკალინანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ახალ ბრძანებას მოჰყვა, შეჩერებულიყო მშობლებისა და ბავშვების ერთმანეთისგან დაცილება. თუმცა თეთრი სახლის ლიდერი ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ოჯახი ერთად უნდა დააპატიმრონ.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ერთმანეთს დაეშორებინა არალეგალი მიგრანტები და მათი შვილები, ამერიკის საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია და საპროტესტო აქციები მოჰყვა. აშშ-ის პირველმა პირმა გასულ ოთხშაბათს ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მიგრანტების ოჯახი დაკავებისას ერთად უნდა იყოს.
საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისარმა კევინ მაკალინანიმ აღნიშნა, რომ იმ მშობლების მიმართ, რომლებმაც აშშ-ის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება, თუ ქვეყნის ხელისუფლებას აღარ სურს, მშობლებისა და ბავშვების ერთმანეთთან დაშორება - კანონი კრძალავს დიდებისთვის განკუთვნილ დაკავების იზოლატორში ბავშვების გაჩერებას.
მაკალინანის თქმით, ახლა მის სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს მოუწევთ რაიმე ახალი ფორმის გამოძებნა, მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის, ისე, რომ ისინი შვილებს არ დააშორონ.
ახალი გადაწყვეტილება საიმიგრაციო პოლიტიკას ობამას ადმინისტრაციის პირობებში არსებულს დაუახლოვებს, რაც იმას გულისხმობს, რომ მესაზღვრე, რომელიც არალეგალ მიგრანტს დააფიქსირებს, რომელსაც თან მცირეწლოვანი ახლავს, მას პირდაპირ სასამართლო ბრძანებას გადასცემს და თავისი გზით გაუშვებს იმის ნაცვლად, რომ დაკავების იზოლატორში გადაიყვანოს.
ორშაბათს თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ ყველა არალეგალი ოჯახი განათავსოს.
დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება კარგი და მარტივი სისტემა, რომელიც იმუშავებს.
ატირებული გოგონა, რომლის ფოტომაც მსოფლიო შეძრა, სინამდვილეში დედისთვის არ დაუშორებიათ
"ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომლის მიხედვითაც ადამიანი, რომელიც შემოდის არალეგალურად, უკან უნდა წავიდეს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზისდენტმა.
პენტაგონმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ტეხასში მდებარე ორი სამხედრო ბაზა გამოყენებული იქნება, როგორც დროებითი ბანაკი, მიგრანტების განსათავსებლად.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ერთ-ერთ ბაზაში არალეგალი მიგრანტების ოჯახებს განათავსებენ, მეორეში კი იმ ბავშვებს, რომლებსაც საზღვრის კვეთისას უფროსები არ ახლდნენ.
აშშ-ის გენერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ ახალი გადაწყვეტილება არალეგალ მიგრანტებს წაახალისებს, რაც შეიძლება მეტი ბავშვი წამოიყვანონ თან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რათა ოჯახების დაშორება თავიდან აირიდოს.