31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
29.06.2018 / 13:06
შრიფტის ზომა:

გამოცემა Capital Gazette-ზე მომხდარი თავდასხმის ყველა დეტალი

5 ადამიანი გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა გამოცემა Capital Gazette-ის რედაქციაში მომხდარი სროლის შედეგად. რედაქციის ოფისი ვაშინგტონიდან ერთი საათის სავალზეა და მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს. თავდამსხმელი დაკავებულია.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბრალდებული დაკავებულია. ახლა მისი დაკითხვა მიმდინარეობს."- განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ბრალდებული 38 წლის ჯეროდ რამოსია. მან სახელის თქმაზე უარი განაცხადა და თითები დაიზიანა, რათა იდენტიფიცირების პროცესი გაერთულებინა, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ბაზაში გადაამოწმეს მისი ვინაობა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

NBC იუწყება, რომ მიმდინარეობს ბრალდებულის სახლის ჩხრეკა. დაკავებულს აღმოუჩინეს ყუმბარები და მოწყობილობა, რომელიც პოლიციის განმარტებით, შეიძლება ასაფეთქებელი იყოს. მოწყობილობა ექსპერტიზაზე გაგზავნეს.

ამავდროულად, ნიუ-იორკის პოლიციამ ყველა ქვედანაყოფი ქალაქში არსებული მსხვილი მედიასაშუალების რედაქციასთან უსაფრთხოების მიზნით გაგზავნა. Capital Gazette-ს დაახლოებით 170 თანამშრომელი ევაკუირებულია.

გამოცემის რედაქტორმა, ჯიმი დებატსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"გამოფიტული ვარ და გული მაქვს გატეხილი. გახევებული ვარ. ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ კომენტარის გაკეთებისა და ინტერვიუს მიცემის თხოვნა. იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ ვისაუბრო. უბრალოდ, ვიცი, რომ ჟურნალისტები და რედაქტორები თავის პროფესიას ყველაფერს სწირავენ. აქ არ არის 40 საათიანი სამუშაო კვირა, არ არის დიდი ხელფასების დღეები, მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ისტორიების მოყოლის გაუნელებელი სურვილია"

მომხდართან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდეს.

"ვისკონსინის შტატში ვიზიტის დაწყებამდე მერილენდში, Capital Gazette-ში მომხდარის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს. ჩემი ფიქრები და ლოცვა შემთხვევისას დაღუპულებთან და მათ ოჯახის წევრებთანაა. მადლობას ვუხდი ყველა იმ უწყებას, რომელიც ახლა შემთხვევის ადგილზე იმყოფება"- დაწერა ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

Capital Gazette არის გამოცემა, რომელსაც  Baltimore Sun ფლობს - ყველაზე დიდი ყოველდღიური გამოცემა ამერიკაში, რომელიც მერილენდში მდებარეობს.

რედაქციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ტვიტერის საკუთარ გვერდებზე წერდნენ:

"ადამიანმა ცეცხლი გახსნა ბესტგეიტ 888-ში - ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ."

"ერთმა თავდამსხმელმა ჩემს ოფისში ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, ზოგიერთი მათგანი მკვდარია."

"იმაზე შემზარავი არაფერია, ვიდრე, როდესაც გესმის, როგორ იჭრებიან ადამიანები შენ ირგვლი მაშინ, როდესაც შენ მაგიდის ქვეშ ხარ შემძვრალი და შემდეგ იარაღის გადატენვის ხმა გესმის."

დევისი, რომელიც დანაშაულებების გაშუქებაში სპეციალიზირდება, ამბობს, რომ მას ხშირად უწევს პოლიციასთან ურთიერთობა, აშუქებს მსგავს მოვლენებს. მისი თქმით, სროლა და ადამიანთა სიკვდილი არც ისეთი იშვიათი შემთხვევაა, თუმცა "როგორც არ უნდა ვეცადო იმის აღწერა, რამდენად დიდი საშინელებაა, სიკვდილს საკუთარი სამუშაო მაგიდის ქვეშ ემალებოდა, მაინც ვერ გაიგებთ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით."- განაცხადა დევისმა Baltimore Sun-თან საუბარში.

რედაქციის ჟურნალისტებმა ცალკე სტატიები დაწერეს თითოეულ გარდაცვლილ კოლეგაზე.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, მამაკაცს გამოცემასთან ხანგრძლივი უთანხმოება ჰქონდა,.

"ეს ადამიანი დღეს გამომცემლობაში შესაჭრელად მზად იყო, მზად იყო, რომ ადამიანებისთვის ესროლა, მისი განზრახვა იყო, რაც შეიძლება დიდი ზარალი გამოეწვია"-განაცხადა სამართალდამცველმა.

2012 წელს რამოსმა გამოცემის ერთ-ერთი, ამჟამად უკვე ყოფილი რეპორტიორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რამოსი მას საჯაროდ სახელის გატეხაში ადანაშაულებდა. 2015 წელს სასამარლოს მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელმაც გამომცემლობა გაამართლა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, სტატია შეიცავდა ინფორმაციას, რომ რამოსი ავიწროებდა ქალს სოციალურ ქსელში და რომ მან დანაშაულებრივი შევიწროება აღიარა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გამოცემა Capital Gazette-ზე მომხდარი თავდასხმის ყველა დეტალი | Allnews.Ge