
ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.
"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.
უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.
19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოლამ-რეზა ჯალალიმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მეტეოროლოგიურ ომს აწარმოებს. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA იუწყება.
როგორც პრესკონფერენციაზე ირანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, "სიონისტური მტერი კლიმატის მანიპულირებას ახორციელებს და ხელს უშლის ნალექის წარმოქმნას".
მისივე თქმით, "ისრაელი ირანიდან ღრუბლებს იპარავს".
"კლიმატური ცვლილებები ირანში ეჭვებს იწვევს. სახეზეა გარე ძალების ჩარევა. ისრაელმა და ჩვენს რეგიონში კიდევ ერთმა სახელმწიფომ თავიანთი ძალები გააერთიანეს და იმაზე მუშაობენ, რომ ირანის თავზე ღრუბლებმა წვიმა არ მოიტანონ", - განაცხადა გენერალმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანში გვალვის მიზეზს გარე ძალებში ეძებენ. კერძოდ, 2011 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ევროპა დაადანაშაულა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებაში, რაც, მისი თქმით, წვიმის მოსვლას ევროპის თავზე იწვევდა.
მკითხველის კომენტარები
(1)
რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?