
თურქეთში, გაზიანთეფის ლტოლვილთა ბანაკში მომუშავე 29 წლის მამაკაცს სასამართლომ 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ახალგაზრდა მამაკაცს რვა არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურება ედება ბრალად.
ბრალდებული ლტოლვილთა ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა და მცირეწლოვნებზე ძალადობას 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა სასამართლოში ბრალდება არ უარყო და განმარტა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს 1 დოლარის ოდენობის თანხას უხდიდა. მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში ბანაკის მენეჯერები და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შემთხვევას თურქეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გაზიანთეფის მიგრანტთა ბანაკს 14 ათასი ლტოლვილი აფარებს თავს. აპრილში აქ მცხოვრები თავშესაფრის მაძიებლები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ მოინახულეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტაილანდში, დატბორილი გამოქვაბულიდან გუშინ გამოყვანილი მოზარდების ვინაობის შესახებ მშობლებს ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 4 მოზარდი, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"თუმცა, გადარჩენილი მოზარდების ოჯახების დამშვიდების ნაცვლად, ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისინი რამდენიმე დღის მანძილზე კონტაქტს აარიდონ. მოზარდების მშობლებმა არ იციან, არიან თუ არა გადარჩენილებს შორის მათი შვილები. სავარაუდოდ, ეს ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით კეთდება, თუმცა, ამავდროულად, გადარჩენილი მოზარდების ვინაობის დასახელებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოქვაბულში დარჩენილი სხვა მოზარდების ოჯახებზე", - წერს ერთ-ერთი ტაილანდური გამოცემა.
ტაილანდის ჩრდილოეთში, დატბორილი გამოქვაბულიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაცია ადგილობრივი დროით 11:00 საათზე განახლდა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სამაშველო ოპერაციის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა განაცხადა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გამოქვაბულიდან ევაკუაციის ოპერაცია დღეს დილით, 11 საათზე განახლდა", - განაცხადა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.
სამაშველო ოპერაციის პირველი ფაზის დროს მიწის ზედაპირზე ოთხი მოზარდი ამოიყვანეს, რომლებიც ახლა რეაბილიტაციას ქალაქ ჩიანგრაის საავადმყოფოში გადიან.
შეგახსენებთ, ჩიანგრაის პროვინციაში, გამოქვაბულში ივნისის ბოლოდან მოზარდების საფეხბურთო გუნდი მწვრთნელთან ერთადაა ბლოკირებული. ისინი გამოქვაბულში ძლიერი წვიმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ, წვიმის შედეგად კი, შესასვლელი დაიტბორა. გამოქვაბულში ჩარჩენილები მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაციას ის ფაქტორიც ართულებს, რომ ტაილანდში წვიმების სეზონი დაიწყო.
მკითხველის კომენტარები
(0)