
იტალიური საავტომობილო კონცერნ "ფიატის" თანამშრომლები საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსში" პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის გამო გაფიცვას გეგმავენ.
ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
მადრიდის "რეალიდან" "იუვენტუსში" რონალდუს გადასვლის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელებმა ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ფიატის" თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ზემოხსენებული თანხის ნაწილი ავტოკონცერნის სახსრებიდან დაიფარება.
"მუშები სულ უფრო იჭერენ ქამრებს, კომპანია კი მზადაა, ამხელა თანხა ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხადოს. ეს მიუღებელია“, - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
"ფიატის" თანამშრომლების გაფიცვა 15 ივლისს დაიწყება.