28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
17.07.2018 / 07:07
შრიფტის ზომა:

გრენლანდიის ერთ-ერთ სოფელს უზარმაზარი აისბერგი მიუახლოვდა

გრენლანდიის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელს უზარმაზარი აისბერგი ემუქრება. აისბერგი სოფელ ინაარსუიტს პერმანენტულად უახლოვდება, ამიტომ სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ თუ აისბერგი გაიხლიჩება, ის ცუნამის წარმოშობს, რომელიც მთელს სოფელს დატბორავს.

აისბერგი სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ფაქტობრივად, ერთი საფეხბურთო მოედნის, დაახლოებით, 100 მეტრის მანძილით არის დაშორებული. თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის მთელი ღამის განმავლობაში ადგილიდან არ დაძრულა.

დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელმა, კელდ ქუისთგაარდმა აღნიშნა, რომ აისბერგი 8-დან 10 მილიონამდე ტონას იწონის და წყლიდან 91 მეტრის სიმაღლეზე არის ამოზრდილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სოფელში ამ დროისთვის 169 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აისბერგის სიახლოვეს ცხოვრობს, დროებით თავშესაფარში გადავიდა. ამ დროისთვის დაახლოებით 33 ადამიანია ევაკუირებული.

"ჩვენ მივეჩვიეთ დიდ აისბერგებს, თუმცა ამხელა მასშტაბის ჯერ არ გვინახავს. აისბერგში ხვრელი და ბზარებია. ვშიშობთ, რომ ის შეიძლება, ჩამოიშალოს ნებისმიერ მომენტში"- განაცხადა სოფლის საბჭოს წევრმა სიუზან ელიასენმა ადგილობრივ გაზეთ Sermitsiaq-თან საუბარში.

სოფლის საბჭოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტროსადგურები და სოფლისთვის განკუთვნილი საწვავის მარაგი იმ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, რომელსაც აისბერგი უახლოვდება.

გასულ ზაფხულს მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი პუნქტები დატბორა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ზოგიერთი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ გიგანტური აისბერგები კლიმატური ცვლილებებიდან და მყინვარების დნობიდან გამომდინარე სულ უფრო ხშირად გამოჩნდება, რაც თავის მხრივ მასშტაბური ცუნამის წარმოშობის საფრთხეს ქმნის.

ივნისში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაიღეს ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გამოეყო გიგანტური აისბერგი მყინვარს გრენლანდიის აღმოსავლეთ ნაწილში.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გრენლანდიის ერთ-ერთ სოფელს უზარმაზარი აისბერგი მიუახლოვდა | Allnews.Ge