07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ელონ მასკი ბრიტანელ მყვინთავს ბოდიშს უხდის | Allnews.Ge

ელონ მასკი ბრიტანელ მყვინთავს ბოდიშს უხდის

ტესლასა და Space X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა ბრიტანელ მყვინთავს, რომელსაც "პედოფილი" უწოდა, ბოდიში მოუხადა. მასკის განმარტებით, მას ბრაზი ალაპარაკებდა, რადგან ბრიტანელმა მყვინთავმა ვერნ ანსვორსმა ტაილანდელი ფეხბურთელების გამოქვაბულიდან გამოყვანის მიზნით, შექმნილი მცირე ზომის წყალქვეშა ნავი გააკრიტიკა.

"ჩემ წინააღმდეგ მომართული მისი ქმედებები არ ამართლებს მის წინააღმდეგ მიმართულ ჩემს ქმედებებს და ამისთვის ბოდიშს ვიხდი"- განაცხადა მასკმა.

მიმდინარე კვირის ორშაბათს ბრიტანელმა მყვინთავმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელისა და მათი მწვრთნელის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, რომლებიც წყალდიდობის გამო გამოქვაბულში 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, ბრიტანელი მყვინთავის, ვერნ ანსვორსის მიერ გამოქვაბულის სტრუქტურის ცოდნამ სამაშველო ოპერაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ელონ მასკი სამაშველო ოპერაციის დაგეგმვის დროს ტაილანდში შექმნილ საგანგებო შტაბს ეწვია და განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციისთვის მცირე ზომის წყალქვეშა ნავს შექმნიდა. თუმცა, საბოლოოდ აღნიშნული ნავის გამოყენება ვერ მოხერხდა.