
საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, რომელიც პოლიციასა და სამაშველო სამსახურზეა პასუხისმგებელი, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც 91 ადამიანი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად ასეთი რაოდენობის ადამიანების გარდაცვალების შემდეგ თანამდებობაზე ვერ დარჩება. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სთხოვა, თუმცა ალექსის ციპრასმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხანძარი საბერძნეთში, აღმოსავლეთ ათიკაში 23 ივლისს დაიწყო, რამაც 91 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე ათეული ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქალაქ ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.
"ქალაქ ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია "ცხელი ხაზის"; მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც საქარტველოს სელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება", - ნათქვამია მიმართვაში.
ცნობისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, ათეულობით სახლი დაიწვა.
მკითხველის კომენტარები
(5)
მაგარიააა
ჯერ იმდენი ფული უნდა ნახო ნაქირავებ ბინაში გადაიხადო და შემდეგ იოცნებო ასეთ სასტუმროზე