გერმანიაში, ლტოლვილთა თავშესაფარში ჩხუბის შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა
გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში საქართველოს და სუდანის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან დიასამიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. მართლაც მოხდა ინციდენტი, ოღონდ არა ბერლინში, არამედ ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაზე მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში. მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე. ინციდენტი დაიწყო საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ლევან დიასამიძემ.
მკითხველის კომენტარები
(6)
ადვოკატის განცხადებით საზოგადოებისთვის საშიში არააო,და ერთი აგვიხსნას,წინა ადვოკატიც იგივეს ამბობდა?..იმ ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა,დამთავრდა მისი ცხოვრება და სხვაც რომ არ გაუბედურდეს,ამიტომაა უმძიმესი სასჯელის ღირსი,ყველა ვინ დამნაშავეა ავტოავარიაში.
ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული,მანქანა X5-ია და არა სედანი ბმვ-ბი, რომელებიც ტრაგედიის მიზეზი გახდა,და საერთოდ მგონი საქართველოც არაა...