ხანძრის შემდეგ წყალდიდობა - ათენში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ხანძრის შემდეგ ათენის მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის. წყალმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიები დატბორა. 24 საათის განმავლობაში სამაშველო სამსახურმა 200-მდე გამოძახება მიიღო.
სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ათობით ავტომობილი წყალდიდობის გამო მთავარ გზებზე გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
ამდროისთვის ათენი ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება. პარალელურად კი სანაპირო ქალაქ მატიში, სადაც ხანძარმა 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამხედროების ჩართულობით, ხანძრის შემდეგ ძლიერი წვიმის მოსვლის გამო, სადრენაჟო სისტემების გაწმენდა ხდება, რათა წყალი არ დაგუბდეს.