
იაპონიაში ტაიფუნი "ჯონდარის" მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე, ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება.
ტაიფუნი "ჯონდარი" წყნარი ოკეანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით მიემართება და დღეს დილით იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა.
სინოპტიკოსების თქმით, ტაიფუნი შემდეგ მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და კანსაის რეგიონს დაარტყამს.
ტაიფუნის მიახლოებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო.