
რუსი ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში, წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ჯაშუში ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია მასშტაბური გამოძიება.
The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ის საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა "საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული".
თავის მხრივ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯაშუშს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
"აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსი ჯაშუში 10 წლის განმავლობაში მოსკოვში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში, წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ჯაშუში ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია მასშტაბური გამოძიება.
The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ის საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯაშუშს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა "საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული".
თავის მხრივ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯაშუშს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.
"აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში.
მკითხველის კომენტარები
(0)