საზოგადოება
23.06.2018 / 08:06
შრიფტის ზომა:

გარბენი "თბილისის" გამო ხვალ ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი "თბილისის" გამო ხვალ ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი "თბილისის" გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი "თბილისი", რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.

"გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე, 24 ივნისს, ავტობუსები 07:00 საათიდან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ", – აცხადებენ მერიაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტრამპი - საერთოდ არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობის გაუარესება სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე | Allnews.Ge

ტრამპი - საერთოდ არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობის გაუარესება სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებით თურქეთი შეცდომას უშვებს.

ამის შესახებ ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ძალიან სამწუხაროა რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი დიდ შეცდომას უშვებენ. აშშ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ აწუხებს თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესება სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

"ეს საკითხი საერთოდ არ მაწუხებს. გაკეთდება ის, რაც გასაკეთებელია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესაჯა.

აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.