
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სენსატორმა ჯონ მაკკეინმა ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ. აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა.
შეგახსენებთ, რომ ტელეარხმა NBC News-მა სენატორის გარემოცვაზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 6 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელ“ სენატორს ჯონ მაკკეინს, რომელიც კიბოს ებრძოდა, არ სურდა, მისი დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასწრებოდა, თუმცა სურდა, რომ მის დაკრძალვაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მისულიყო.
"დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - რას ამბობდა ჯონ მაკკეინი აგვისტოს ომის დროს
წყაროს ინფორმაციით, მაკკეინის სურვილი იყო, ასევე, დაკრძალვის ცერემონიაზე, რომლის ჩატარება სავარაუდოდ, ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში იგეგმება, ყოფილი პრეზიდენტები - ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი სიტყვით გამოვიდნენ.