
"ცენტრ პოინტის" საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. დაზარალებულებს მოსამართლის განაჩენთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ. როგორც "ცენტრ პოინტის" მშენებლობის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული სასჯელი მცირეა და პროკურატურისგან განაჩენის გასაჩივრებას ითხოვენ.
"სასჯელით ცოტა უკმაყოფილოები ვართ, რადგან დიდი თანხებია მითვისებული და დაზარალებული ბევრი ვართ.
ჩვენი თხოვნაა, ასევე სახელმწიფოსადმი, რომ იყოს შუამავალი და თუ შემოვა შეჩერებულ ობიექტებზე შემდგომ ეტაპებზე ინვესტორი, დადგეს გარანტორად, რომ ოჯახები არ ვიქნებით ისევ მოტყუებულები", - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაზარალებულები ასევე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისთვის, კომპანიაში მმართველობის უფლების ჩამორთმევასაც ითხოვენ.
თავის მხრივ, თბილისის პროკურატურაში მყოფ პირებს "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მათ შეუძლიათ სამოქალაქო დავის წარმოება, რათა მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯონ მაკკეინი რუსეთის შეურიგებელი მტერი იყო, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა მიუღებელი იყო, - ამის შესახებ რუსმა სენატორმა, ფედერაციის საბჭოს წევრმა ოლეგ მოროზოვმა განაცხადა.
"სენატორი მაკკეინი გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო თავისი სიძულვილით რუსეთთან მიმართებაში. ის ღია ანტირუსული აზროვნების თანამედროვე სიმბოლო გახდა. მისი არსი შემდეგი იყო: რუსეთი მხოლოდ მტრული შეიძლება იყოს. მისთვის კარგი რუსეთი მკვდარი რუსეთი იყო", - განაცხადა რუსმა სენატორმა.
ოლეგ მოროზოვის თქმით, "ჯონ მაკკეინის ლოგიკა ის იყო, რომ რუსეთი ყოველთვის მტერი იქნებოდა".
"მოკვდა მტერი. პატივი მივაგოთ მას მისი გულწრფელი მტრობისთვის, გულწრფელი სიძულვილისთვის, შეურიგებლობისთვის", - დასძინა მან.
მკითხველის კომენტარები
(0)