22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
29.08.2018 / 06:08
შრიფტის ზომა:

რატომ დაუპირისპირდა დონალდ ტრამპი Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Twitter-ს და კომპანია Google-ს მოუწოდა, ფრთხილად მოიქცნენ საძიებო სისტემაში მის შესახებ ახალი ამბების ასახვის დროს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა FIFA-ს ხელმძღვანელთან ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან არ შეიძლება თუ როგორ ეპყრობიან ხალხს. მივიჩნევ, რომ Google, Twitter და Facebook ძალიან სახიფათო გზას დაადგნენ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირველ რიგში "ფეიკ" მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს აჩვენებს.

კომპანია Google-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიებს პასუხობს.

"როდესაც მომხმარებლები კრეფენ მოთხოვნას საძიებო ფანჯარაში, ჩვენი მიზანია, მათ წამებში მიიღონ მეტნაკლებად რელევანტური პასუხები. ძიება არ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირება. ჩვენ არ ვართ დაკავებული ჩვენი შედეგების მიკერძოებულად შეცვლით ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Google-ის ძიების გასაუმჯობესებლად და არასოდეს მოვახდენთ ძიების შედეგების რანჟირებას პოლიტიკური განწყობებით მანიპულირებისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რატომ დაუპირისპირდა დონალდ ტრამპი Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს | Allnews.Ge