საზოგადოება
29.11.2017 / 08:11
შრიფტის ზომა:

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

ილია, აკაკი, გალაკტიონი პირბადეებით - თბილისში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ

თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადე ააფარეს, აქციის ორგანიზატორები დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.

ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.

"ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი. დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით. თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ? ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში," - წერს ჩანადირი.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და რეაგირებაც მოხდება.

"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია.

რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.

ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ:

https://www.georgianjournal.ge/society/33994-tbilisis-famous-monuments-appear-in-masks-anti-pollution-campaign-in-the-city.html

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კაფეში მომხდარი აფეთქებისას ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი გარდაიცვალა | Allnews.Ge

კაფეში მომხდარი აფეთქებისას ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი გარდაიცვალა

უკრაინის არაღიარებულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქების შედეგად, "რესპუბლიკის" ე.წ. ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო გარდაიცვალა.  აფეთქების შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი. აფეთქება დონეცკის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მოხდა.

ეჭვმიტანილები დაკავებულნი არიან. ამის შესახებ ალექსანდრე ზახარჩენკოს მრჩეველმა ალექსანდრე კაზაკოვმა განაცხადა.

"რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული. საზღვრები დახურულია. ამ ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულნი არიან", - განაცხადა ალექსანდრე კაზაკოვმა რუსული ტოკ-შოუ 60 минут-ის ეთერში.

ალექსანდრე ზახარჩენკოს გარდაცვალებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ არ შეასრულა მშვიდობის შესახებ შეთანხმება, გადაწყვიტეს სისხლისღვრა მოეწყოთ.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, "არსებობს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერის მკვლელობის უკან უკრაინა დგას".

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან.

"ალექსანდრე ზახარჩენკო ჭეშმარიტი სახალხო ლიდერი იყო. ის მამაცი ადამიანი, დონბასის პატრიოტი იყო. თავისი მშობლიური მხარისთვის ურთულეს დროს მის დასაცავად დადგა, თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო", - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომელსაც კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზახარჩენკოს მკვლელობის ორგანიზატორები დამსახურებულად დაისჯებიან.

"ალექსანდრე ზახარჩენკოს საზარელი მკვლელობა იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მათ, ვინც ტერორისა და ძალადობის გზა აირჩია, არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაჭრა, მათ არ სურთ რეალური დიალოგის წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობასთან. ისინი სახიფათო ფსონს აკეთებენ სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, რათა დონბასის ხალხი დააჩოქონ. მათ ეს არ გამოუვათ", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

ზახარჩენკოს მკვლელობაზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "საერთაშორისო ტერორიზმის აქტის" მუხლით აღძრა.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ალექსანდრე ზახარჩენკოს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. თუმცა, უარყოფს რუსეთის ბრალდებას, მკვლელობაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით განცხადება უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ გააკეთა.