
იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად, დაიღუპა ორი და დაშავდა 125. კიდევ 30 მოქალაქეს მაშველები ეძებენ.
სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო.
ქვეყნის სხვა რეგიონებს კი ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "ჯები" დაატყდა თავს. ტაიფუნმა ქალაქებს, კიოტოსა და ოსაკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.