
Burberry აღარ დაწვავს პროდუქციას, რომლის გაყიდვასაც ვერ შეძლებს, მათ შორის, ტანსაცმელს, ჩანთებსა და პარფიუმერიას და ამასთანავე გეგმავს, რომ ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაც შეწყვიტოს, რადგან გარემოსდამცველების კრიტრიკის სამიზნე გახდა.
გასულ წელს ბრიტანულმა ბრენდმა თითქმის 37 მილიონი დოლარის ღირებულების გაუყიდავი პროდუქცია გაანადგურა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განადგურებული პროდუქციის ღირებულებამ 105 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც თითქმის 135 მილიონ 450 ათასს აშშ დოლარს უდრის. ბრიტანული ბრენდი გაუყიდავი საქონლის დაწვის პრაქტიკას აქამდე იცავდა და ამბობდა, რომ პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ინახავდა და გამოიყენებდა. FTSE 100 კომპანიამ ახლა განაცხადა, რომ ხელახლა გამოიყენებს, შეაკეთებს, დონაციას მოახდენს ან გადაამუშავებს ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ვერ გაყიდის.
Burberry პირველი წამყვანი კომპანიაა, რომელმაც საჯაროდ დაასრულა გაუყიდავი პროდუქტების განადგურების პრაქტიკა.კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკო გობეტი იმედოვნებს, რომ Burberry-ს მაგალითს სხვა კომპანიებიც მიჰბაძავენ.
"თანამედროვე ფუფუნება ნიშნავს, რომ იყოს საზოგადოებისა და გარემოს წინაშე პასუხისმგებელი. ეს რწმენა ფუნდამენტურია ჩვენთან Burberry-ში და საკვანძოა ჩვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის“,- განაცხადა მარკო გობეტიმ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Burberry-ს წარემომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ კოლექციაში, რომელსაც 17 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგენენ, ბუნებრივი ბეწვი არ იქნება.
იხილეთ ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
Burberry აღარ დაწვავს პროდუქციას, რომლის გაყიდვასაც ვერ შეძლებს, მათ შორის, ტანსაცმელს, ჩანთებსა და პარფიუმერიას და ამასთანავე გეგმავს, რომ ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაც შეწყვიტოს, რადგან გარემოსდამცველების კრიტრიკის სამიზნე გახდა.
გასულ წელს ბრიტანულმა ბრენდმა თითქმის 37 მილიონი დოლარის ღირებულების გაუყიდავი პროდუქცია გაანადგურა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში განადგურებული პროდუქციის ღირებულებამ 105 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც თითქმის 135 მილიონ 450 ათასს აშშ დოლარს უდრის. ბრიტანული ბრენდი გაუყიდავი საქონლის დაწვის პრაქტიკას აქამდე იცავდა და ამბობდა, რომ პროდუქციის წვის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ინახავდა და გამოიყენებდა. FTSE 100 კომპანიამ ახლა განაცხადა, რომ ხელახლა გამოიყენებს, შეაკეთებს, დონაციას მოახდენს ან გადაამუშავებს ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც ვერ გაყიდის.
Burberry პირველი წამყვანი კომპანიაა, რომელმაც საჯაროდ დაასრულა გაუყიდავი პროდუქტების განადგურების პრაქტიკა.კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკო გობეტი იმედოვნებს, რომ Burberry-ს მაგალითს სხვა კომპანიებიც მიჰბაძავენ.
"თანამედროვე ფუფუნება ნიშნავს, რომ იყოს საზოგადოებისა და გარემოს წინაშე პასუხისმგებელი. ეს რწმენა ფუნდამენტურია ჩვენთან Burberry-ში და საკვანძოა ჩვენი გრძელვადიანი წარმატებისთვის“,- განაცხადა მარკო გობეტიმ.
Burberry-ს წარემომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ახალ კოლექციაში, რომელსაც 17 სექტემბერს ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგენენ, ბუნებრივი ბეწვი არ იქნება.
იხილეთ ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის
მკითხველის კომენტარები
(1)
გაჭირვებული ადამიანი არ უნახავთ? დაურიგონ, დაწვა რა უბედურებაა. იმ წვის ენერგიას რომელ ''ჭურჭელში" ინახავენ ნეტა?