17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ფულის სანაცვლოდ ქორწინების" ტრადიცია, როდესაც გოგონებს ვალუტის სახით იყენებენ | Allnews.Ge

"ფულის სანაცვლოდ ქორწინების" ტრადიცია, როდესაც გოგონებს ვალუტის სახით იყენებენ

ნიგერიის სამხრეთში, ბეჩევეს ტომში დამკვიდრებულია მონობის თანამედროვე სახეობა - "ფულის სანაცვლოდ ქორწინების" ტრადიცია, როდესაც გოგონებს ვალუტის სახით იყენებენ. ასეთ გოგონებს სხვადასხვა ასაკის მამაკაცების წინაშე არსებული დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის სანაცვლოდ ყიდიან.

ფულის სანაცვლოდ მოყვანილი ცოლი, დოროთი: "მე რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, რომ მამაკაცს ჩემთან კავშირი დაემყარებინა. სამი მამაკაცი და ერთი ქალი მაკავებდა. ამის შემდეგ მე დავფეხმძიმდი, მაგრამ მე ამისთვის ჯერ ახალგაზრდა ვიყავი. 12 წლისაც კი არ ვიყავი".

ადამიანის უფლებათა აქტივისტი, პასტორი ეკონამ რიჩარდსი: "ბეჩევას კულტურაში არსებობს სიყვარულით ქორწინება და ფულის სანაცვლოდ ქორწინება. სიყვარულით ქორწინების დროს ბავშვები ეკუთვნის გოგონას ოჯახს. ფულის სანაცვლოდ ქორწინების დროს კი ბავშვი ეკუთვნის მამაკაცს, რომელმაც ის ჩასახა. მას შეუძლია საკუთარი ბავშვი გაყიდოს".

სოფელ ვაკოკოში მცხოვრებ პა ფილიპსს ფულის სანაცვლოდ მოყვანილი ცოლი ჰყავს.

დოროთი: "მამაკაცმა მითხრა, რომ ჩემთან დაწვება. მე ვუთხარი -„ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ჩემი ასაკის არ ხარ. შენი შვილებიც კი ჩემზე უფროსები არიან. მე შენი ცოლი ვერ ვიქნები".

დოროთის ქმარი პა ფილიპსი: "მათ შვილი შენთან მოყავთ, ზოგი 6 წლის ასაკში, ზოგიც - 10-ს. 10 წლის გოგონები მზად არიან ქორწინებისთვის, ისინი ზრდასრულები არიან. მათ შეუძლიათ საჭმლის მომზადება და ყველა სხვა საქმეც იციან".

ეკონამ რიჩარდსი: "როცა ფულით მოყვანილი ცოლი ხარ, ისე არ გექცევიან როგორც უნდა მოგექცენ. არ გაქვს სკოლაში სიარულის უფლება. ამ დროს შენ მამაკაცის სრული საკუთრება ხარ. ან უნდა დაიწყო მუშაობა, ან მოგიძებნიან ქმარს. როდესაც გოგონა ფეხმძიმდება, ის სახლში მაშინაც კი ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ ქმარს უხარია - ბავშვი ხომ ფულია.

ეს დედაჩემია. გაქრისტიანებამდე მას ორი შვილიშვილის გაყიდვა მოუხდა, ვინაიდან ფული სჭირდებოდა. ჰეფინესს არ გაუმართლა, ის სკოლაშიც კი ვერ წავიდა.

ფულის სანაცვლოდ მოყვანილი ცოლი, ჰეფინესი: "ის კაცი ბებერი იყო. მას შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ჰყავდა. ის ხშირად მცემდა. ერთხელ მითხრა, რომ თუ მომკლავს, ვერავინ ვერაფერს ეტყვის, იმიტომ რომ მე ფულის სანაცვლოდ მოყვანილი ცოლი ვარ".

ეკონამ რიჩარდსი: "ეს უკანონოა. ნიგერიის კანონმდებლობა ამას კრძალავს. თუმცა საზოგადოებაში ეს მამაკაცის სტატუსზე მიუთითებს. რაც უფრო მეტი ასეთი ცოლი გყავს, მით უფრო დიდი კაცი ხარ".

ბეჩევეს ტომის ლიდერი, სანდი იჩილე: "ხალხი ფიქრობს, რომ ეს ახლაც ხდება. ეს ასე არაა. ასეთი რამ 1990-იანი წლების შემდეგ აღარ ხდება".

ეკონამ რიჩარდსი: "მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ ჩვენ 7 წლის გოგონა გადავარჩინეთ. მე ბევრი მირეკავს და მემუქრება. ამბობენ, რომ მე ტრადიციებსა და კულტურას ვეწინააღმდეგები. რას იტყვით ამ გოგონებზე? მათ იგივე უფლებები აქვთ, რაც მსოფლიოს ყველა სხვა ბავშვს. მაგრამ რატომ აქვთ ეს უფლებები შეზღუდული?".

წყარო: BBC