მსოფლიო
23.09.2018 / 08:09
შრიფტის ზომა:

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების შესახებ რეფერენდუმი იმართება

შვეიცარიაში იმართება რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება საკვების უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ინიციატივა, რომელსაც "სამართლიანი საკვები" ჰქვია, ითვალისწინებს საკვების უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ასევე ნაკლები დანახარჯებით საკვები პროდუქტების წარმოებას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას. ინიციატივა მოქმედებს იმპორტირებულ საკვებზეც, რის გამოც მის ფარგლებში შვეიცარიელ ინსპექტორებს შესაძლოა, დაევალოს ქვეყანაში იმპორტისთვის გამზადებული პროდუქტების შესაბამისობის შემოწმებაც.

ინიციატივის მიხედვით, ასევე შესაძლოა, აიკრძალოს უცხოეთიდან ცხოველური ნაწარმის იმპორტი დიდი ზომის საწამოებიდან. ინიციატივა, რომელიც რეფერენდუმზე გაიტანეს ითავლისწინებს ადგილობრივი წარმოების და სეზონური საკვების პოპულარიზაციას და პროდუქტის შეფუთვაზე კიდევ უფრო დეტალურ აღწერილობას ინგრედიენტების შესახებ.

ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პროექტის მიზანს საკვების ნარჩენების შემცირებაც წარმოადგენს, ვინაიდან ძალიან ბევრი პროდუქტი იყრება ვადის გასვლის გამო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სად მიაქვთ საქართველოში სუპერმარკეტებში მორჩენილი მზა საკვები?

შვეიცარიის ფედერელურ საბჭოსა და პარლამენტში აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ინიციატივას, თუმცა, ამბობენ, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობაც უზრუნველყოფს საკვების უსაფრთხოებას. ამასთან, მათი განცხადებით, რეფერენდუმზე გატანილი ინიციატივა შეზღუდავს საკვები პროდუქტების არჩევანს, გაზრდის ფასებს და დაარღვევს შვეიცარიის მიერ გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს უცხოელ პარტნიორებთან.

მკითხველის კომენტარები
(1)

ეჰ
26 სექტემბერი , 2018 21:09

რომ კითხო, საქართველოში პოზიცია-ოპოზიცია ყველა ხალხის სახელით საუბრობს და ხალხს არავინ არაფერს ეკითხება..აი ქვეყანა, ყველა საკითხს რეფერენდუმით წყვეტს..ეჰ, მშურს და რა ვქნააა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების შესახებ რეფერენდუმი იმართება | Allnews.Ge