26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
27.09.2018 / 09:09
შრიფტის ზომა:

თურქმენეთში ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი ფასიანი ხდება

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა, პირველად 25 წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დააწესა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში მომდევნო წელს შევა, თურქმენეთს საშუალებას მისცემს ბუნებრივი რესურსები უფრო რაციონალურად გამოიყენოს და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა განავითაროს.

"ქვეყნის ბუნებრივი რესურსები მხოლოდ ახლანდელ თაობას კი არ უნადა მოემსახუროს, არამედ მომავლსაც"- განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

ბოლო წლებში თურქმენეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას უფასო ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის რაოდენობა შეუმცირა და ბუნებრივი რესურსების დამატებით ოდენობაზე საფასური დააწესა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი ისეთი პროდუქტების სუბსიდირებასაც ახორციელებდა, როგორიც ფქვილი, შაქარი და ზეთია, თუმცა ახლა ქვეყანა უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

ბერდიმუჰამედოვის განმარტებით, თურქმენეთის მაცხოვრებლები კომუნალურების გადახდისას მაინც შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რამდენი იქნება ეს გადასახადი.

ქვეყნის მოსახლეობა უფასო ბუნებრივ აირს, ელექტროენერგიასა და წყალს 90-იანი წლებიდან იღებს. პრეზიდენტის განმარტებით, რთულ გარდამავალ პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე და გარკვეულ პროდუქციაზე შეღავათები იყო დაწესებული, ბერდიმუჰამედოვის თქმით, ახლა განსხვავებული დროა.

წყარო: rferl.org

მკითხველის კომენტარები
(6)

გიორგი
04 ოქტომბერი , 2018 13:10

ნუ იწყებთ იმწუთას ჩვენი ხელისუფლების ლანძღვას. აქ კომენტარებში ცინიკური ფრაზებია. ვისაც ჰგონია, რომ კომუნალურები უფასო უნდა იყოს, ხოლო შაქარს და ზეთს სახელმწიფო ასუბსიდირებდეს, მისი პრობლემაა. ვერცერთი ქვეყანა დედამიწაზე ასეთ რამეს ვერ გაუძლებს და ვერც თურქმენეთმა გაუძლო. უფასო კი არაა, სახელმწიფოს სხვა გადასახადებიდან, ანუ ისევ ხალხის მეორე ჯიბიდან უწევს ამოღება და ამის დაფინანსება, ან რეზერვის ხარჯვა, რაც ბოლოს იცით რითაც მთავრდება. ამიტომ სისულელეს ნუ მოვითხოვთ ჩვენს ქვეყანაში.

ზაზა
01 ოქტომბერი , 2018 17:10

ზუსტად ჩვენ მთავრობას გავს მათი მთავრობა ხალხზე ფიქრით აღარ იციან რა ქნან

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქმენეთში ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი ფასიანი ხდება | Allnews.Ge