
ინდონეზიის მოსახლეობა და ხელისუფლება, ასევე სოციალური ქსელის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით პატივს მიაგებენ 21 წლის ავიადისპეტჩერს, ანტონიუს გუნავან აგუნგეს, რომელმაც სამგზავრო ავიალაინერის კატასტროფის ზონიდან გაყვანას თავი შესწირა.
გასულ პარასკევს ახალგაზრდა ავიადისპეტჩერი კუნძულ სულავესიზე მდებარე პალუს აეროპორტიდან მგაზვრებით სავსე ლაინერის აფრენას ხელმძღვანელობდა სწორედ იმ დროს, როდესაც ძლიერი მიწისძვრა დაიწყო. აგუნგეს თანამშრომლებმა, რომლებიც იმ მომენტში თვითმფრინავების მიმოსვლას არ აკონტროლებდნენ, კოშკი დატოვეს. ანტონიუს აგუნგემ კი საკონტროლო კოშკის დატოვებაზე უარი განაცხადა იქამდე, სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა.
როდესაც თვითმფრინავი უკვე ცაში იყო, დისპეტჩერს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ საკონტროლო კოშკიდან გადამხტარიყო, რადგან გარეთ გამავალი სხვა გზები ხელმისაწვდომი აღარ იყო. ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ვერტმფრენში მრავლობითი დაზიანებებისგან გარდაიცვალა. მას ხელები, ფეხები და ნეკნები ჰქონდა დამსხვრეული.
"აგუნგი თავისი პროფესიის ერთგული დარჩა ბოლომდე და იქამდე არ დატოვა საკონტროლო კოშკი, სანამ სამგზავრო თვითმფრინავი მიწას არ მოსწყდა",- ნათქვამია ინდონეზიის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.
Air Navigation Indonesia-ს წარმომადგენლის იოჰანეს სირაიტას განცხადებით, 21 წლის ავიადისპეტჩერის საქციელმა ასობით მგზავრი სიკვდილს გადაარჩინა.
ანტონიუს აგუნგის საქციელს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში, მომხმარებლები მას გმირს უწოდებენ.Anthonius Gunawan Agung lahir di Abepura, 24 Oktober 1996. (USH) #RIPAgung
— AirNav Indonesia (@AirNav_Official) September 29, 2018
My heart breaks. Thank you, Anthonius Gunawan Agung. Thank you. pic.twitter.com/tuU0qusVFA
— rielya (@reylasano) September 30, 2018
"კეთილი მგზავრობა, თავს გაუფრთხილდით",- ნათქვამია ნახატზე. მომხმარებელმა კი დაწერა: "გული მტკივა. მადლობა, ანტონიუს გუნავან აგუნგეს, მადლობა".
მიწისძვრისა და დამანგრეველი ცუნამის შედეგად ინდონეზიაში მსხვერპლის რაოდენობამ ჯამში 1200-სს გადააჭარბა. მაშველები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.