
ახალი გლობალური გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ ნდობას იწვევს, ვიდრე სხვა საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის ავტოკრატი მმართველები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი.
25 ქვეყანაში ჩატარებულმა მოსახლეობის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს სჯერა, რომ ტრამპი იღებს სწორ გადაწყვეტილებებს მსოფლიო საკითხებში.
შედარებისთვის საერთაშორისო ლიდერი, რომელსაც გამოკითხვის მონაწილეები ყველაზე მეტად ენდობიან, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია, რომელსაც რესპოდენტების 52%-მა გამოუცხადა ნდობა. სი ძინპინმა გამოკითხულთა 34%-ის ნდობა დაიმსახურა. კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კი 30%-ის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გამოკითხვა 25 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 26 112 ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა მიმდინარე წლის 20 მაისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით Pew Research Center-ის მიერ ტარდებოდა.
კვლევის მიხედვით ასევე ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.
"გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისე არ იღებს მხედველობაში სხვა ქვეყნების ინტერესებს, როგორც საკუთარს, როცა საქმე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება",- ამბობს Pew-ს ანალიტიკოსი.
"ბევრს სჯერა, რომ ახლა ამერიკა უფრო ნაკლებს აკეთებს ძირითად გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვიდრე ამას ოდესღაც აკეთებდა. და ასევე არის ნიშნები, რომ ამერიკის რბილი ძალაც მცირდება: იმ დროს როდესაც ამერიკა ინარჩუნებს ინდივიდის დამოუკიდებულობის პატივისმცემლის რეპუტაციას, ამის უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა, ვიდრე ათი წლის წინ".
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკასა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის მანძილი როგორც ჩანს იზრდება. ამერიკის პარტნიორ ქვეყნმებში გამოკითხული ადამიანები ტრამპის მიმართ სულ უფრო მეტად იყვნენ კრიტიკულები.
გერმანიაში გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ ტრამპის სჯერა, აღნიშნული მაჩვენებელი ერთით ნაკლები იყო საფრანგეთში და 7%-ს შეადგენდა ესპანეთში.
მექსიკაში კი გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა გამოხატა თეთრი სახლის ლიდერისადმი ნდობა, მაშინ როდესაც კანადელების 25%-მა გამოხატა მის მიმართ დადებითი ემოციები.
გამოკითხულ ქვეყნებს შორის გამონაკლისი მხოლოდ ისრაელი იყო, სადაც მოსახლეობის 69%-მა მისცა აშშ-ის პრეზიდენტს დადებითი შეფასება. აქვე შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თავისი საელჩოც იერუსალიმში გადაიტანა.
მიუხედავად შედარებით უარყოფითი შეფასებებისა, გამოკითხულთა 63%-მა მაინც აღნიშნა, რომ ეთანხმება მსოფლიოს ისეთ მოწყობას, სადაც ამერიკა ლიდერ ძალად მიიჩნევა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალი გლობალური გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ ნდობას იწვევს, ვიდრე სხვა საერთაშორისო ლიდერები, მათ შორის ავტოკრატი მმართველები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი.
25 ქვეყანაში ჩატარებულმა მოსახლეობის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს სჯერა, რომ ტრამპი იღებს სწორ გადაწყვეტილებებს მსოფლიო საკითხებში.
შედარებისთვის საერთაშორისო ლიდერი, რომელსაც გამოკითხვის მონაწილეები ყველაზე მეტად ენდობიან, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია, რომელსაც რესპოდენტების 52%-მა გამოუცხადა ნდობა. სი ძინპინმა გამოკითხულთა 34%-ის ნდობა დაიმსახურა. კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კი 30%-ის.
გამოკითხვა 25 ქვეყანაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 26 112 ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა მიმდინარე წლის 20 მაისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით Pew Research Center-ის მიერ ტარდებოდა.
კვლევის მიხედვით ასევე ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატების რეიტინგი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.
"გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისე არ იღებს მხედველობაში სხვა ქვეყნების ინტერესებს, როგორც საკუთარს, როცა საქმე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხება",- ამბობს Pew-ს ანალიტიკოსი.
"ბევრს სჯერა, რომ ახლა ამერიკა უფრო ნაკლებს აკეთებს ძირითად გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ვიდრე ამას ოდესღაც აკეთებდა. და ასევე არის ნიშნები, რომ ამერიკის რბილი ძალაც მცირდება: იმ დროს როდესაც ამერიკა ინარჩუნებს ინდივიდის დამოუკიდებულობის პატივისმცემლის რეპუტაციას, ამის უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა, ვიდრე ათი წლის წინ".
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკასა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის მანძილი როგორც ჩანს იზრდება. ამერიკის პარტნიორ ქვეყნმებში გამოკითხული ადამიანები ტრამპის მიმართ სულ უფრო მეტად იყვნენ კრიტიკულები.
გერმანიაში გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ ტრამპის სჯერა, აღნიშნული მაჩვენებელი ერთით ნაკლები იყო საფრანგეთში და 7%-ს შეადგენდა ესპანეთში.
მექსიკაში კი გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა გამოხატა თეთრი სახლის ლიდერისადმი ნდობა, მაშინ როდესაც კანადელების 25%-მა გამოხატა მის მიმართ დადებითი ემოციები.
გამოკითხულ ქვეყნებს შორის გამონაკლისი მხოლოდ ისრაელი იყო, სადაც მოსახლეობის 69%-მა მისცა აშშ-ის პრეზიდენტს დადებითი შეფასება. აქვე შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თავისი საელჩოც იერუსალიმში გადაიტანა.
მიუხედავად შედარებით უარყოფითი შეფასებებისა, გამოკითხულთა 63%-მა მაინც აღნიშნა, რომ ეთანხმება მსოფლიოს ისეთ მოწყობას, სადაც ამერიკა ლიდერ ძალად მიიჩნევა.
მკითხველის კომენტარები
(0)