
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას კორტეჟი ცხრა წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა პრეზიდენტის კორტეჟის მონაწილეობით ქალაქ ოსვენციმში მოხდა. გზაჯვარედინზე, პოლიციის განყოფილების სიახლოვეს, ცხრა წლის ბავშვი სავალი ნაწილის სკუტერით გადაკვეთას ცდილობდა. მას პრეზიდენტის კორტეჟის მესამე მანქანა დაეჯახა.
არსებული მონაცემებით, ბიჭს მძიმე ტრავმები არ მიუღია. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორტეჟში მყოფი ადამიანები და პრეზიდენტი არ დაშავებულან.