30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
10.10.2018 / 06:10
შრიფტის ზომა:

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა - ვინ შეცვლის მას?

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადგომის შესახებ მისი განცხადება დააკმაყოფილა.

ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა მიზეზის გამო გადადგა ნიკი ჰეილი.

"ნიკი ჰეილიმ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მითხრა, რომ წლის ბოლოს დატოვებდა გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტს, რომ მას შესვენება სჭირდება"- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნიკი ჰეილისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ამ წლის ბოლოს ნიკი ჰეილი დატოვებს თავის თანამდებობას. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი ერთმანეთთან. ნიკიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უთხრა ნიკი ჰეილის, რომ იმედი აქვს, ის დაბრუნდება მის ადმინისტრაციაში. "იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები. შეგიძლია შენით აირჩიო თანამდებობა", - განუცხადა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილის.

თავის მხრივ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს და არჩევნებზე მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტი, რომელიც ნიკი ჰეილის თანამდებობიდან გადადგომის გამო წლის ბოლოდან ვაკანტური გახდება, შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა დინა პაუელმა დაიკავოს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg იუწყება.

დინა პაუელი 2005-2007 წლებში განათლებისა და კულტურის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს იკავებდა. 2017-2018 წლებში მუშაობდა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილედ სტრატეგიის საკითხებში, წელს კი საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs Group-ის ხელმძღვანელობაში თანამდებობა დაიკავა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა - ვინ შეცვლის მას? | Allnews.Ge