
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და შემთხვევას ამაზრზენი დანაშაული უწოდა.
ამის შესახებ მუჰამედ ბინ სალმანმა ერ-რიადში, საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც ამ მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, სასამართლოს წინაშე წარდგება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ეს იყო ძალიან მტკივნეული ინციდენტი ყველა საუდელისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ეს ზედმეტი იყო. საუდის არაბეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ გულდასმით გამოიძიოს ეს საქმე და სასამართლოს წინაშე დააყენოს ყველა, ვისაც ამ ამაზრზენ დანაშაულთან აქვს კავშირი", - განაცხადა ბინ სალმანმა.
წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.
19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა, საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და შემთხვევას ამაზრზენი დანაშაული უწოდა.
ამის შესახებ მუჰამედ ბინ სალმანმა ერ-რიადში, საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც ამ მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, სასამართლოს წინაშე წარდგება.
"ეს იყო ძალიან მტკივნეული ინციდენტი ყველა საუდელისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ეს ზედმეტი იყო. საუდის არაბეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ გულდასმით გამოიძიოს ეს საქმე და სასამართლოს წინაშე დააყენოს ყველა, ვისაც ამ ამაზრზენ დანაშაულთან აქვს კავშირი", - განაცხადა ბინ სალმანმა.
წარმოშობით საუდელი The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით იყო ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.
19 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა, საუდ ალ-მუაჯიბმა განაცხადა, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია საუდის არაბეთის 18 მოქალაქე.
მკითხველის კომენტარები
(0)