
იტალიაში უამინდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმმა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს გადაუარა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქალაქის ქუჩები.
სინოპტიკოსების თქმით, დატბორილია ვენეციის 77%.
მსგავსი მასშტაბური წყალდიდობა ვენეციაში ბოლო 10 წელია არ ყოფილა.