28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
27.11.2018 / 07:11
შრიფტის ზომა:

მელანიას საშობაო ზღაპარი - როგორ გამოიყურება მორთული თეთრი სახლი?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მზადაა. 2018 წლის დეკორაციები პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წარადგინა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციალურად მომზადებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ათვალიერებს მელანია თეთრ სახლში დეკორაციებს.

"ეს არის წლის ყველაზე მხიარული პერიოდი, როდესაც თეთრ სახლს საშობაო სეზონისთვის ვრთავთ. თემატიკა ეძღვნება ამერიკელ ხალხს. მადლობა მოხალისეებს და თანამშრომლებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს, რათა სახლის დარბაზები შობის თემატიკით გაეფორმებინათ. ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და ახალ წელს", - წერია მელანია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.

თეთრ სახლში მორთული ნაძვის ხეების ნაწილი წითელი ფერისაა. 29 საშობაო ხე მორთულია 14 000-ზე მეტი ორნამენტით. წითელი ფერი სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. თუმცა, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, წითელი სიმამაცისა და გმირობის სიმბოლოა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თეთრი სახლის აღმოსავლეთით მდებარე დარბაზი სამხედროებს მიეძღვნა. აქ მსურველებს შეუძლიათ, წერილები მისწერონ თავიანთ ახლობელ ადამიანებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში არიან. რაც შეეხება ლურჯ დარბაზში მდებარე საშობაო ხეს, იგი ოფიციალური მთავარი ნაძვის ხეა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ერთ-ერთი ფერმიდან ჩაიტანეს. იგი დონალდ და მელანია ტრამპებმა გასულ კვირას მიიღეს.

როგორც მოსალოდნელია პირველი ლედი მორთულ თეთრ სახლს ვიზიტორებისთვის საშობაო ტურების ფარგლებში დეკემბრიდან გახსნის. თეთრ სახლში საშობაო დეკორაციების დასათვალიერებლად 30 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მელანიას საშობაო ზღაპარი - როგორ გამოიყურება მორთული თეთრი სახლი? | Allnews.Ge