პოლიტიკა
13.08.2017 / 11:08
შრიფტის ზომა:

შსს რუსი "პრანკერების" ჩანაწერზე - "მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა"

შსს რუსი "პრანკერების" ჩანაწერზე - "მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა"

მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.

"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.

პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კლიმატის ცვლილების გამო საუკუნის ბოლომდე ქვიშიანი სანაპიროების ნახევარი გაქრება | Allnews.Ge

კლიმატის ცვლილების გამო საუკუნის ბოლომდე ქვიშიანი სანაპიროების ნახევარი გაქრება

კლიმატის ცვლილების გამო, საუკუნის ბოლომდე ქვიშიანი სანაპიროების ნახევარი გაქრება ან გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სანაპიროების განადგურების მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება და ადამიანების გაუაზრებელი საქმიანობით გამოწვეული ეროზიაა.

ევროკომისიის კვლევითი ცენტრი ანგარიშის თანახმად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ქვიშიანი სანაპიროების სიგრძე მსოფლიოს მასშტაბით 36 097 კილომეტრით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, სანაპიროების 13.6%-ს წარმოადგენს.

მათი თქმით, 2100 წლისთვის გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიო ოკეანის სიმაღლე 50 სანტიმეტრით გაიზრდება, რაც ასობით სანაპიროს განადგურებას გამოიწვევს.

კვლევაში ასევე ნახსენებია ის ქვეყნები, რომელთა სანაპიროებიც ყველაზე მეტად ზიანდება.

2100 წლისთვის დიდი ბრიტანეთი ქვიშიანი სანაპიროების 1 531, ავსტრალია 14 849, კანადა 14 425, ჩილე 6 659, მექსიკა 5 488, ჩინეთი 5 440, ხოლო აშშ 5 530 კილომეტრიან ზოლს დაკარგავს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვიშიანი სანაპიროების გადასარჩენად აუცილებელია სანაპირო ზოლების გამაგრება, ეროზიის შეჩერება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, რომლებიც გლობალურ დათბობას შეაჩერებს.