
აზერბაიჯანში დღეს ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი იმართება. კენჭისყრაზე გამოტანილია რამდენიმე საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე, ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.
მოსახლეობას საკუთარი აზრის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 5,2 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე შეუძლია.
მანამდე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანადებობის შემოღებას ითვალისწინებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მედიის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა.
როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ოპოზიცია ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ალიევი ამ გზით საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ცდილობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტოიოტა იაპონიაში უახლესი ტექნოლოგიებით, რობოტებითა და მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილებით აღჭურვილ "ჭკვიან ქალაქს" ააშენებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქს Woven City დაერქმევა და 2 000 ადამიანზე იქნება გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა ის ფუძიამას მთასთან ახლოს, ტოკიოდან 60 კილომეტრის მოშორებით აეშენებინა.
ტოიოტას გენერალური დირექტორის, აკიო ტოიოდას განცხადებით, ქალაქში უახლესი ტექნოლოგიებისა და რობოტების გარდა, დიდი ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას.
მისი თქმით, Woven City-ში ენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებენ. ამასთანავე ქალაქში უამრავი მწვანე სივრცე და პარკი მოეწყობა.
რაც შეეხება ქალაქის განაშენიანებას, კომპანიამ გადაწყიტა დაპროექტებისას ტრადიციული იაპონური არქიტექტურა გამოეყენებინა.
"ტექნოლოგიის, სოციალური მედიისა და ონლაინ გაყიდვების ხანაში ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა უახლესი, განვითარებული და თანამედროვე ქალაქი, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ საცხოვრებელ გარემო საკუთარი ინტერების მიხედვით მოიწყონ. მათ შეეძლებათ მთლიანი სახლი ღილაკზე თითის დაჭერით ან ხმოვანი სიგნალით მართონ"- განაცხადა ტოიოტას გენერალურმა დირექტორმა აკიო ტოიოდამ.
მკითხველის კომენტარები
(0)