ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ევროპა პანდემიის ეპიცენტრი გახდა
ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა- ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გიბრეისუსი ავრცელებს.
მისი თქმით ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. მან მსოფლიო ლიდერებს კორონოვირუსის წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ბრძოლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცმეებით, კორონავირუსს 5 123 ადამიანი ემსხვერპლა.