26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსული პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ტრამპმა ასევე მოუწოდა შტატებს დაუყოვნებლივ შექმნან სასწრაფო დახმარების ცენტრები.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 50 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2329-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ახლა აშშ-ის 49 შტატში არის დაფიქსირებული - დასავლეთ ვირჯინია ერთადერთი შტატია, რომელშიც ვირუსის შემთხვევა არ არის დადასტურებული.