24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
01.06.2020 / 13:06
შრიფტის ზომა:

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში გააპროტესტეს

აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ. აქციები ახალი ზელანდიისა და ბრიტანეთის შემდეგ, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, იტალიაში, კანადაში, ბრაზილიაში გაიმართა. ყველა დემონსტრაციაზე მოქალაქეებმა ის სლოგანი გააჟღერეს, რომელიც შტატებში აქციების მთავარ ლოზუნგად იქცა.

"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", "ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია",-სკანდირებდნენ აქციების წევრები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აქციების უმეტესობა ქვეყნებში ამერიკის საელჩოების და საკონსულოების წინ გაიმართა.

ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი პოლიციის მიერ შავკანიანი მოქალაქის მკვლელობამ გამოიწვია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, 8 წუთის მანძილზე როგორ აბჯენს მუხლს კისერზე თეთრკანიანი პოლიციელი შეუიარაღებელ პირს, რომელიც ძირს წევს. ისმის მამაკაცის ხმაც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში გააპროტესტეს | Allnews.Ge