23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს | Allnews.Ge

ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში, დედის გვერდით დაკრძალეს.

ჰიუსტონის ერთ-ერთ ეკლესიაში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის გარდაცვლილის მეგობრები, ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და აქტივისტები.

46 წლის ფერადკანაინი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციის ოფიცერმა დაკავებისას მის მიმართ ძალადობა განახორციელა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადები, სადაც ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს და პოლიციელს მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, ფლოიდმა გონება დაკარგა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მინეაპოლისის პოლიციის ოთხი ოფიცერი დააკავეს და ერთ-ერთ მათგანს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, დანარჩენ სამს კი - მეორე ხარისხის მკვლელობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.