პეკინის უდიდეს ბაზარზე კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა- ემუქრება თუ არა ქვეყანას კორონავირუსის ახალი ტალღა?
კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენის გამო ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პეკინის ყველაზე დიდი ბაზარი და რამდენიმე უბანი ჩაიკეტა.
BBC-ის ინფორმაციით უბნებში სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და დაწესებულებები დროებით დაიხურა. ამ დროისათვის აღნიშნულ უბნებში კონტროლს ასობით პოლიციელი იცავს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე 45 თანამშრომელს კორონავირუსის შემთხვევები დაუდასტურდათ.
ძინფადი პეკინის უდიდესი ბაზარია, რომელიც პეკინის მოსახლეობის 80%-ს ბოსტნეულითა და ხორცით ამარაგებს. სავაჭრო ობიექტებში 10 000-ზე მეტი ადამინია დასაქმებული.
მკითხველის კომენტარები
(0)