19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ახალ ზელანდიაში საკარანტინო ზონებს თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ | Allnews.Ge

ახალ ზელანდიაში საკარანტინო ზონებს თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ

ახალ ზელანდიაში საკარანტინო ზონებს თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სამი კვირის შემდეგ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

"ეს დაუშვებელი შეცდომა იყო. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, ამიტომ ამიერიდან ქვეყანაში ჩამოსული მგზავრების საკარანტინო ზონების კონტროლი თავდაცვის ძალებს დაევალებათ", – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა.

შეგახსენებთ, გუშინ ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 2 იმპორტული შემთხვევა დაფიქსირდა. BBC-ის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული ქვეყანაში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. ქვეყანაში შესვლის უფლება მათ ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობის გამო მიეცათ. მათ კარანტინში 7 დღე გაატარეს, რის შემდეგაც ოჯახის წევრის მონახულების უფლება მისცეს. ახალ ზელანდიაში კორონავირუსის სულ 1 506 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა.