
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 771 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 032 913-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს "ჯონს ჰოპკინსის" უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით კიდევ 1 200 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, დაღუპულთა რიცხვმა 48 954-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბრაზილია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში.