01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, 50 დემონსტრანტი დააკავეს | Allnews.Ge

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, 50 დემონსტრანტი დააკავეს

პოლიციამ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, - ამ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები დამცავ ბარიერებს არღვევდნენ და სამართალდამცავებს თავს ესხმოდნენ, მათმა ნაწილმა გზები გადაკეტა და ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას პოლიციამ 50 აქტივისტი დააკავა, არეულობისას კი ერთი სამართალდამცველი დაშავდა. საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე ხელისუფლებას კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან არასათანადო გამკლავების გამო აკრიტიკებდა.

გარდა ამისა, ისინი ნეთანიაჰუს გადადგომას მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოც მოითხოვდნენ.