
ბრაზილიაში კორონავირუსის 45 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 012 151-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 322 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 76 688-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსაც, დაუდგინდა.