
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საქმეზე, თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, სასამართლო პროცესი განახლდა. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.
ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლო სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის წინააღმდეგ იმართება. სასამართლო სხდომები ნეთანიაჰუს საქმეზე მაისში დაიწყო, ის მაშინ პროცესზე გამოჩნდა, თუმცა ამჯერად სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
ნეთანიაჰუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულისთვის ბრალდებული პრემიერ-მინისტრი ვალდებული არაა თანამდებობიდან გადადგეს.