18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა | Allnews.Ge

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეამბოხე რძალს, მეგან მარკლს დღეს დაბადების დღე აქვს. მეგანი სოციალურ ქსელში არაერთ მილოცვას იღებს და მათ შორის დედოფალ ელისაბედისგანაც.

"ვულოცავ ჰერცოგინიას დაბადების დღეს", - წერია მეგანისადმი მისალოც ტექსტში, რომლის გამოც დედოფალი ბრიტანელების კრიტიკის ობიექტი აღმოჩნდა. ადამიანები მეგანის შეერთებულ შტატებში გადასვლის გამო განაწყენებულნი არიან და მოუწოდებენ დედოფალს, რომ მას საერთოდ არ მიმართოს და მის შესახებ არაფერი დაწეროს, რადგანაც ბრიტანეთს "პრინცი წაართვა".

იუბილარს დაბადების დღეს კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც ულოცავენ.

"დაბადების დღეს ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ ჰერცოგინიას"- აღნიშნულია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც ტექსტში.

მეგან მარკლს დღეს, 4 აგვისტოს 39 წელი შეუსრულდა. უცნობია, როგორ აპირებს ის დაბადების დღის აღნიშვნას.

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი 2020 წლის დასაწყისში თქვეს და საცხოვრებლად ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში, ლოს ანჯელესში გადავიდნენ და ამ დრომდე იქ ცხოვრობენ.

მეგანი და ჰარი 2018 წელს დაქორწინდნენ. წყვილის გადაწყვეტილება წლის მოვლენა გახდა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გამოცემები სამეფო ოჯახის წევრის ქორწილს პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებდნენ.