18 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
05.08.2020 / 10:08
შრიფტის ზომა:

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 200 000-დან 250 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბეირუთის გუბერნატორმა მარუან აბუდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფრებში გადაჰყავს და წყლითა და საკვებით ამარაგებს.

გუბერნატორი აცხადებს, რომ აფეთქებისგან მიყენებული ზარალი 3-5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ბეირუთის სახანძრო სამსახურის 10 წევრი დავკარგეთ. რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, ის 3-5 მილიარდი დოლარი, ან შეიძლება მეტიცაა,"- განაცხადა მარუან აბუდმა.

შეგახსენებთ, ბეირუთში გუშინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა | Allnews.Ge