
ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის ჰამად ჰასანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა სამმა მინისტრმა უკვე დატოვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შეგახსენებთ, ბეირუთში ძლიერი აფეთქება გასული კვირის სამშაბათს მოხდა, რასაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 000-მდე კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ერთ-ერთ საწყობში უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქება გახდა.
ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქტივისტები მომხდარში ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის ჰამად ჰასანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თანამდებობა სამმა მინისტრმა უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, ბეირუთში ძლიერი აფეთქება გასული კვირის სამშაბათს მოხდა, რასაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 000-მდე კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ერთ-ერთ საწყობში უსაფრთხოების ნორმების გარეშე შენახული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქება გახდა.
ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქტივისტები მომხდარში ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს.
მკითხველის კომენტარები
(0)